საოპერაციო ლიზინგი

საოპერაციო ლიზინგი, ბიზნესებს ავტოპარკის შეძენის ალტერნატიულ გადაწყვეტას სთავაზობს, ერთიანი კაპიტალური დანახაჯების გარეშე. კომპანიებს საშუალება ეძლევათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ეფექტურად მართული ავტოპარკის მომსახურებით და ფოკუსირდნენ ბიზნესის განვითარებაზე.

აირჩიე მანქანა

Საოპეარიო ლიზინგის უპირატესობები

ოქტოს საოპერაციო ლიზინგი უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის ავტოპარკის სწრაფ შესყიდვას და ეფექტურ მართვას. ჩვენი სერვისების მეშვეობით, შეგიძლიათ ოპერაციების ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირება და პროდუქტიულობის გაზრდა.

100% იანი დაფინანსება

კომპანიას არ უწევს ავტოპარკის დაკომპლექტებისთვის ფულადი რესურსის გამოყოფა.

კონტრაქტის გაუქმების ან კორექტირების შესაძლებობა ნებისმიერ დროს.

ავტოპარკის მენეჯმენტი ჯარიმების, ტექნიკური ინსპექტირების და დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების გარეშე.

სრული დაფარვა ჩვენი ხელმისაწვდომი სადაზღვევო პაკეტით.

მანქანების ტექნიკურად გამართვა და საუკეთესო მდგომარეობაში შენახვა.

ავტომობილის დაზიანების, ან ავარიის შემთხვევაში მანქანის ჩანაცვლების შესაძლებლობა, მინიმალური შეფერხებისთვის.

ტოიოტა კოროლა

ძრავის ზომა: 3.0 გადაცემათა კოლოფი: ავტომატი
ძრავის ტიპი: Hybrid გამოშვების წელი: 2019

სუზუკი ს-კროსი

ძრავის ზომა: 3.0 გადაცემათა კოლოფი: ავტომატი
ძრავის ტიპი: Hybrid გამოშვების წელი: 2019

ტოიოტა ფორტუნერი

ძრავის ზომა: 3.0 გადაცემათა კოლოფი: ავტომატი
ძრავის ტიპი: Hybrid გამოშვების წელი: 2019

რენო ტრანსპორტერი

ძრავის ზომა: 3.0 გადაცემათა კოლოფი: ავტომატი
ძრავის ტიპი: Hybrid გამოშვების წელი: 2019

ბენეფიტები

საოპერაციო ლიზინგი

ფინანსრუი ლიზინგი

მინიმალური შეთანხმება
2 წელი
1 წელი
წინსწრებით გადახდა
+
შეცვლა
+
გარბენი
შეზღუდული
შეუზღუდავი
ავტო დაზღვევა
მოიცავს
მოიცავს
სერვისი
მოიცავს
მოიცავს
ექსტრა დამატებითი სერვისები
მოიცავს
მოიცავს
მანქანის გამოსყიდვა
+

დამატებითი სერვისები

საბურავების სეზონური შეცვლა

საბურავების დროულად გამოცვლა სეზონის შესაბამისად.

ნულოვანი დეპოზიტი

საშუალებას გაძლევთ გაანაწილოთ თქვენი ფინანსური რესურსები ეფექტურად, წინასწარი დანახარჯების გარეშე.

დამატებითი მძღოლები

უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა, თქვენი ბიზნესის მოქნილობისა და ეფექტურობისთვის.

მანქანის გაცვლა/განახლება

მანქანის გაცვლის, ან ახალი მოდელის არჩევის შესაძლებლობა დამატებითი ხარჯის გარეშე.

24/7 მხარდაჭერა

ჩვენი ერთგული მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და დაგეხმარებათ ნებისმერი პრობლემის გადაწყვეტაში.

FAQ

რა არის ავტო ლიზინგი?

საოპერაციო ლიზინგი: ავტო ლიზინგი არის გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვეულებრივ ორიდან ოთხ წლამდე ვადით მოქმედებს. თქვენ ირჩევთ ხელშეკრულების ხანგრძლივობას, განსაზღვრავთ პირველადი შენატანს და შემდეგ იხდით ფიქსირებულ ყოველთვიურ გადასახადს ავტომობილით სარგებლობისთვის.

იჯარის ვადის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ მანქანა დააბრუნოთ და საჭიროების შემთხვევაში ახალი ლიზინგით სხვა მანქანა აირჩიოთ.

ფინანსური ლიზინგი: ფინანსური ლიზინგი გულისხმობს გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების დადებას, რაც უზრუნველყოფს ავტომობილით სარგებლობას ტრადიციული შეძენის პროცესის გარეშე. ამ ტიპის ლიზინგის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა არის ავტომობილის გამოსყიდვის შესაძლებლობა იჯარის ვადის დასრულების შემდეგ.

საოპერაციო ავტო ლიზინგის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი ავტომობილს წამოიყვანს. თუ მანქანა გარბენის შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით კარგ მდგომარეობაში იქნება, თქვენ აღარაფერი გმართებთ კომპანიის და შეგიძლიათ ახალი მანქანის ლიზინგის დაინიცირება.

ფინანსური ავტო ლიზინგის იჯარის ხელშეკრულების დასრულების ბოლოს დაინტერესებული პირს ან კომპანიას შეუძლია გახდეს ავტომობილის მესაკუთრე.

ავტო ლიზინგი ფინანსურად საზრიანი გადაწყვეტილებაა, რომლის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაინტერესებული პირი თუ კომპანია საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს, ზრდის პროდუქტიულობას, ახდენს ოპერაციების ოპტიმიზაციას და ყოველგვარი სტრესის გარეშე სარგებლობს ავტომობილით.

Ძირითადი უპირატესობები:

  • Შესაძლებლობა რომ მართოთ სრულიად ახალი მანქანა ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ და ისიამოვნოთ უახლესი მოდელების ტექნოლოგიური თუ უსაფრთხოების მახასიათებლების ყველა უპირატესობით.
  • ძველ მანქანებთან დაკავშირებული პრობლემებისა და ხარჯების თავიდან არიდება.
  • Ხარჯების ეფექტურობა. ლიზინგი გთავაზობთ მინიმალურ პირველად შენატანს და ყველაზე დაბალ ყოველთვიურ ფიქსირებულ გადასახადს ავტომობილით სარგებლობისთვის.
  • მანქანების ფართო არჩევანი, რაც საშუალებას გაძლევთ მართოთ მანქანა, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო.
  • ტრადიციული დაფინანსებისგან განსხვავებით, ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რესურსების უფრო ეფექტურად სამართავად. მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება ახალი მანქანით, იყოლიეთ მუდმივად გამართული ავტომობილი და რაც მთავარია, თავი აარიდეთ წინასწარ გადასახდელ მოცულობით ფინანსურ ხარჯებს.
  • ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება იძლევა საშუალებას რომ მშვიდად იაროთ, და იცოდეთ, რომ ყოველთვიურად იხდით ფიქსირებულ გადასახადს, სადაც გაერთიანებულია ავტომობილის შენახვის უკლებლივ ყველა ხარჯი; თქვენი მანქანის იჯარიდან დაწყებული, ჯარიმების, ტექნიკური ინსპექტირების და სხვა დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების გათვალისწინებით.
  • ავტომობილის ფლობისგან განსხვავებით, რა შემთხვევაშიც ავტომობილებს, პირველ სამ წელიწადში მკვეთრად უმცირდებათ ღირებულება (50-60%-ით), ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ არ გიწევთ ფიქრი მისი ხელახალი გაყიდვის ღირებულების შესახებ. იჯარის დასრულების შემდეგ, თქვენ უბრალოდ აბრუნებთ მანქანას და თავიდან იცილებთ ტრანსპორტის გაყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ჩვენი ავტო ლიზინგის მომსახურების პროცედურა მოიცავს ექვს ძირითად ეტაპს:

  1. სასურველი ავტომობილის არჩევა. ჩვენ გთავაზობთ წამყვანი ბრენდებისა და მოდელების ფართო არჩევანს.
  2. Შეკვეთის განთავსება. თქვენი კრედიტის დამტკიცების შემდეგ, ჩვენი გაყიდვების გუნდი უზრუნველყოფს თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილის გამზადებას.
  3. დოკუმენტების ხელმოწერა. თქვენ ხელმოსაწერად მიიღებთ აუცილებელ დოკუმენტაციას ჩვენი მოსახერხებელი პორტალის მეშვეობით.
  4. Მიწოდება. ჩვენ უწყვეტად მოგაწვდით ინფორმაციას მანქანის ადგილმდებარეობის შესახებ, სანამ იგი არ ჩაგბარდებათ.
  5. სარგებლობა. მართეთ თქვენი მანქანა თავდაჯერებულად, იმ ცოდნით, რომ ჩვენ ყოველთვის აქ ვართ დასახმარებლად.
  6. მომდევნო მანქანის არჩევა. იჯარის ვადის ბოლოს, დაგიკავშირდებით, რომ სურვილის შემთხვევაში დაგეხმაროთ შემდეგი მანქანის არჩევაში.

ფინანსური ლიზინგი: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებაში არ არის გარბენის ლიმიტი.

Საოპერაციო ლიზინგი: თუ თქვენ გადააჭარბებთ წლიური გარბენის ლიმიტს, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი გადასახადის გადახდა. ეს ღირებულება, როგორც წესი, გამოითვლება თითოეული განვლილი მილის საფუძველზე, როგორც ეს თქვენს ხელშეკრულებაშია განსაზღვრული. გარბენის ლიმიტის განახლება იჯარის ვადის განმავლობაშიც შესაძლებელია. მოულოდნელი გადასახადის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია წინაასწარ მოხდეს კომპანიასთან დაკავშირება.

ავტოლიზინგით სარგებლობა თითქმის ყველას შეუძლია. ძირითადი მოთხოვნაა იყოთ მინიმუმ 18 წლის და გქონდეთ მოქმედი მართვის მოწმობა.

ავტოლიზინგი სწრაფი და მოსახერხებელი ალტერნატიულ გადაწყვეტაა ავტომობილის შესაძენად, ყოველგვარი წინასწარი მოცულობითი ფინანსური ხარჯის გაღების გარეშე.

  • Შემცირებული ხარჯები: სწრაფი, მარტივი და დაბალი ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი.
  • უახლესი მოდელები: მართეთ სრულიად ახალი მანქანა ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ და ისიამოვნოთ უახლესი მოდელების ტექნოლოგიური თუ უსაფრთხოების მახასიათებლების ყველა უპირატესობით.
  • ამორტიზაციის რისკების დაზღვევა: ლიზინგი გამორიცხავს მანქანის ცვეთასთან დაკავშირებულ ფინანსურ ზარალს.
  • ტრანსპორტის გაყიდვა: თქვენ არ გიწევთ ფიქრი მანქანის ხელახალი გაყიდვის ღირებულების შესახებ. იჯარის დასრულების შემდეგ, თქვენ უბრალოდ აბრუნებთ მანქანას და თავიდან იცილებთ ტრანსპორტის გაყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი: იხდით ფიქსირებულ გადასახადს, სადაც გაერთიანებულია ავტომობილის შენახვის უკლებლივ ყველა ხარჯი; თქვენი მანქანის იჯარიდან დაწყებული, ჯარიმების, ტექნიკური ინსპექტირების და სხვა დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების გათვალისწინებით.
  • Საოპერაციო ლიზინგი: იდეალურია, თუ არ გსურთ მანქანის საკუთრებაში ყოლა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
  • ფინანსური ლიზინგი: ფინანსური ლიზინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მანქანის გამოსყიდვის შესაძლებლობაა იჯარის ვადის დასრულებისას.

ყველა ჩვენი ავტო ლიზინგის ხელშეკრულება მოიცავს შემდეგს:

ავტო დაზღვევა: ყოვლისმომცველი დაფარვა ჩვენი კომპლექსური სადაზღვევო პაკეტით სახელშეკრულებო პერიოდში.

მოვლა: მანქანის რეგულარული ტექ-ინსპექტირება, გამართვა და საუკეთესო მდგომარეობაში შენახვა.

დამატებითი სერვისები: ექსკლუზიური მომსახურება, რომელიც მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

მოითხოვე ინფორმაცია

Transfer