პრაიმ სერვისები

მნიშვნელოვანი სტუმრების მომსახურება: დახვედრიდან გაცილებამდე. ჩვენ ვზრუნავთ ტრანსპორტირების ყველა დეტალზე და უზრუნველვყოფთ შეუფერხებელ და კომფორტულ მგზავრობას სტუმრის ჩამოსვლიდან გამგზავრებამდე.

ტრანსფერები

ისარგებლეთ ოქტო პრაიმის ტრანსფერის სერვისით და იმგზავრეთ კომფორტულად და უსაფრთხოდ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით.

პროფესიონალი მძღოლის სერვისი

აირჩიეთ სასურველი ავტომობილი და მომსახურების ხანგრძლივობა თქვენზე მორგებული Საუკეთესო გამოცდილების მისაღებად.

ღონისძიებები

Ნებისმიერი მასშტაბის და ტიპის ღონისძიებისთვის, აირჩიე ოქტო პრაიმი და იმგზავრე კომფორტულად, ყოველგვარი სტრესის გარეშე.

სამთავრობო დელეგაციები

უსაფრთხო და პროფესიონალური სატრანსპორტო მომსახურება თანამედროვე, მაღალი კლასის ავტომობილებით, რომლებიც აკმაყოფილებენ დელეგაციების მკაცრ მოთხოვნებს.

ვერტმფრენი

იდეალურია მათთვის, ვინც შეზღუდულია დროში ან სჭირდება რთულ ლოკაციაზე მისვლა. გთავაზობთ პროფესიონალურად კოორდინირებულ ფრენებს კავკასიაში, თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას, მაქსიმალური კომფორტით.

ლიზინგი

ლიზინგი ბიზნესს საშუალებას აძლევს შეიძინოს ავტოპარკი ერთიანი კაპიტალური დანახაჯების გარეშე. Ჩვენ უზრუვნველვყოფთ ავტოპარკის სრულ მენეჯმენტს და ყველა ტექნიკურ მომსახურებას.

ოქტოს შესახებ

ოქტო – თქვენი სანდო პარტნიორი საქართველოში, რომელიც ქმნის მოძრაობისა და გადაადგილების ახალ სტანდარტს.

ათწლეულზე მეტია, ჩვენ გვენდობიან სამთავრობო დელეგაციები, დიპლომატები, სამხედრო პერსონალი, საელჩოები, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესები და უბრალო ადამიანები.

B2B მომსახურება

Ბიზნესებისთვის უზრუნველვყოფთ ავტოპარკის შეძენას, მის ტექნიკურ მომსახურებას და სრულ მენეჯმენტს.

კორპორატიული კლიენტებისა და მნიშვნელოვანი სტუმრების სრულყოფილი მომსახურება, რომელსაც ხელმძღვანელებს ოქტოს გამოცდილი გუნდი.

2011 წლიდან, საავტომობილო ინდუსტრიაში ვლიდერობთ ხარისხიანი სერვისების მიწოდებით. ვთანამშრომლობთ წამყვან ადგილობრივ მანქანის გაქირავების ბრენდებთან, როგორიცაა Cars4rent.ge და PARent.ge, რომელთა წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან სხვადასხვა საელჩოები და სამთავრობო სექტორი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების საელჩოები.

100+

სალიზინგო
შეთანხმება

12+

წელი
გამოცდილება

20,000+

გაქირავების
რაოდენობა

2000+

კმაყოფილი
მომხმარებელი

100+

სალიზინგო
შეთანხმება

12+

წელი
გამოცდილება

20,000+

გაქირავების
რაოდენობა

2000+

კმაყოფილი
მომხმარებელი

ჩვენ გვენდობიან